ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ამ წუ­თებ­ში, სას­ტუმ­რო შე­რა­ტონ­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მის II სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.150-მდე უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი დე­ლე­გა­ტი მსოფ­ლი­ოს 6 ქვეყ­ნი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გა­ნი­ხი­ლა­ვენ თე­მას „სოფ­ლის ტუ­რიზ­მი, რო­გორ ბიზ­ნე­სი“. კონ­ფე­რენ­ცია სი­ტყვით გახ­სნა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა, რის შემ­დე­გაც სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ და აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ტიტე არო­ში­ძემ.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სულ­ხან ღლონტმა რე­გი­ონ­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის პეს­პერ­ქტი­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

„აჭა­რა­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მი დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და მთი­ა­ნი აჭა­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ტუ­რის­ტებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, გა­სულ წელს 98%-ით იყო გაზ­რდი­ლი მთა­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და წელს ამ პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვე­ლო­დე­ბით. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ მთა­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტებ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. ბოლო ორ წელ­ში აჭა­რა­ში 1000-მდე ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს ჩა­ვუ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი და მთა­ში 15-მდე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა შევ­ძე­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა, უშუ­ა­ლოდ კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი პლატ­ფორ­მა იმის­თვის, რომ სა­ერ­თა­შო­რო და ქვეყ­ნის ში­ნით არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვე­ნი გა­მომ­სვლე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ მო­ი­ტანს მეტ ინ­ფო­მარ­მა­ცი­ას და მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ რე­გი­ონ­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა,“ გა­ნა­ცხა­და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

bpn

სოფ­ლის ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი დღე და­ეთ­მო ქვეყ­ნის და მის ფარ­გლებს გა­რეთ სოფ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა სტუმ­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს. მათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტუმ­რებს გა­აც­ნეს. აჭა­რა­ში სოფ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია წარ­მო­ად­გი­ნა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ზო­ი­ძე­მაც.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გო­რე­ბი­ცაა სო­ფე­ლი და სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, ბიზ­ნე­სი და შე­მო­სავ­ლის წყა­რო, ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი სოფ­ლად, სოფ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი აჭა­რის რე­გი­ონ­ში, ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა რო­გორც ბიზ­ნე­სი, სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ზო­გა­დი სტან­დარ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი სოფ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა სოფ­ლად და რეკ­ლა­მი­რე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ რო­გორც უცხო­ე­ლი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, სოფ­ლის და ეკო ტუ­რიზ­მის სხვა­დას­ხვა სფე­როს, ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯამ­ში 31-მდე მოხ­სე­ნე­ბა/პრე­ზე­ტა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც სოფ­ლად არ­სე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და ბიზ­ნესს მი­ე­ძღვნე­ბა. სოფ­ლის ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით მე­ო­რედ ტარ­დე­ბა და ის ხვალ მთი­ან აჭა­რა­ში გას­ვლი­თი ტუ­რით დას­რულ­დე­ბა.

NS