საგარეჯოში "ლიბერთი ბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

საგარეჯოში "ლიბერთი ბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

როგორც ბანკში აცხადებენ, სერვისცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

"ლიბერთი ბანკი" ფილიალებისა და სერვისცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. 24 ივნისს, ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ, საგარეჯოში, აღმაშენებლის ქ. #2-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვისცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა", - ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ლიბერთი ბანკმა" ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვისცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2014 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.