ლაგოდეხში 3400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეს ა.ა-ს, 3400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.