2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოცდის დროის შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს. წელს ჩვენ უკვე დავამატეთ ოთხი მოდერნიზებული შემადგენლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით კიდევ ვმუშაობთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ოთხ-ოთხი შემადგენლობა დავამატოთ და მოცდის დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ. მეტროთი საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს, ავტობუსებთან ერთად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ამიტომ მეტროს გამართული მუშაობა და კომფორტული ვაგონები ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.