დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ავტობუსებისთვის იგეგმება შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და თბილისს საკუთარი ბრენდის ავტობუსები ჰყავდეს.
როგორც კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019 წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება დღეს არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები.
„ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ჩანაცვლდება დაახლოებით 550 ერთეული ავტობუსი. საუბარია სამი ტიპის ავტობუსზე - დიზელზე მომუშავე „ერვო 6-ის“ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსზე, არის SNG გაზზე მომუშავე ავტობუსები და ელექტროავტობუსები. რამდენიმე დღის წინ ვიყავი კომპანია MAN-ის ოფისში და ვგეგმავთ, რომ თბილისის ავტობუსებისთვის შეიქმნას სპეციალური ვიზუალი და იყოს ბრენდირებული ანუ თბილისს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის ავტობუსები. MAN-ის ტიპის ავტობუსებში ვაყენებთ უფასო ინტერნეტსაც“, - განაცხადა კალაძემ.