”ფუდმარტისა” და ”იოლის” მაღაზიებს Spar-ი ჩაანაცვლებს

საქართველო უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar international-ის ნაწილი გახდა.

საქართველოს რიტეილის ბაზარზე ჰოლანდიური Spar-ი შემოდის.

როგორც სს ”ფუდმარტის” საოპერაციო დირექტორი, ნათია ჩოლოყაშვილი აცხადებს, Spar საქართველოთი დაინტერესდა, რაც ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს.

ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, სპარის ბრენდის ასორტიმენტის პროდუქცია ექსკლუზიურად ”ფუდმარტის” ქსელში გაიყიდება.

Spar international-ის წარმომადგენლები ”ფუდმარტისა” და ”იოლის” ქსელის მაღაზიებს დაათვალიერებენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნობიან.

როგორც ნათია ჩოლოყაშვილი ამბობს, იგეგმება ”ფუდმარტისა” და ”იოლის” ქსელის სრული რებრენდინგი. Spar-ის ბაზარზე შემოსვლასთან ერთად წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩანაცვლდება ამ ორი კომპანიის მაღაზიები.

Spar მაღაზიების ჰოლანდიური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 12.000-ზე მეტი ობიექტით არის წარმოდგენილი.