ტექნოლოგიურმა კონცერნმა Siemens-მა მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტის გასაფორმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
კომპანიის ხელმძღვანელმა ჯო კეზერმა და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს განაცხადს, რომლის თანახმად ქვეყანაში უნდა მოხდეს ენერგოსსისტემის აღდგენა. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt-ი წერს.
შეთანხმების ფარგლებში, როგორც მოსალოდნელია Siemens-ი მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის ელექტროფიცირებაში. მანამდე გამოცემა წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირადად მოილაპარაკა ერაყულ მხარესთან აღნიშნულ შეთანხმებაზე. ამის მიზეზი კი, როგორც ცნობილი გახდა, ამ ბაზარზე Siemens-ის ამერიკული კონკურენტის General Electric-ის სურვილი გახდა ანალოგიური კონტრაქტი გაეფორმებინა ერაყის ხელისუფლებასთან, მაგრამ მერკელმა პირადად დაურეკა იმ დროს პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ აბადის და სთხოვა, მხარი დაეჭირა გერმანული კონცერნისთვის.
Handelsblatt-ის მონაცემებით, შეთანხმების მოცულობა შეფასებულია 13 მილიარდ ევროზე მეტად, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არის სრული გარანტია, რომ ერაყული ხმარე გერმანულ კომპანიას აირჩევს. ასეა თუ ისე, ერაყულმა მხარემ გერმანული წინადადება მოიწონა, რომელშიც Siemens-ი ერაყს გარდა ელექტროფიკაციისა, ახალ სამუშაო ადგილებს და ქვეყანაში კორუფციის დაძლევაში დახმარებას დაჰპირდა.
კოკა კვირკველია