მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„იმ ადამიანებს, ვისაც საკუთრებაში ელექტრომობილები ჰყავს, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ უფასოდ მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს, იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მანქანის დატენვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.