სად გაჩერდება სამგორიდან-ლილომდე მიმავალი მიწისზედა მატარებელი (+ვიდეო)

სამგორი-ლილოს, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, 7 ახალი სადგური აშენდება,მეტროსადგური "სამგორი" კი სრულად განახლდება. ამის შესახებ მიწისზედა მეტროს პროექტშია აღნიშნული.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე შემდეგი სადგურები მოეწყობა: „სამგორი 2“, „კახეთის გზაკეცილი“, „ისტ ფოინთი“, „ორხევი“, „აეროპროტის დასახლება“, „აეროპორტი“, „ლილოს დასახლება“ და „ლილოს ბაზრობა“.

მეტროს ეს ხაზი 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის მხოლოდ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

როგორც თბილისის მერმა „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.