კასპში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იგეგმება.ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საფეხბურთო სტადიონის საძირკველში სპეციალური კაფსულა 23 ოქტომბერს ჩაეშვება.
კასპის სტადიონი უეფას II კატეგორიის სტანდარტებით აშენდება, დაიგება ხელოვნურ-საფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.