„მეტრა დეველოპმენტი“ - უმნიშვნელოვანესია სამუშაო სივრცის მოწყობაზე სერიოზული აქცენტების გაკეთება

ზრდასრული ადამიანები თავიანთი დროის ძალიან დიდ ნაწილს სამსახურში ატარებენ, ამიტომ უმნიშვნელოვანესია სამუშაო სივრცის მოწყობაზე სერიოზული აქცენტების გაკეთება.

ადამიანთა მოტივაცია, სამუშაოს შესრულების ხარისხი, ამა თუ იმ სფეროში რეალიზება პირდაპირაა დამოკიდებული სამუშაო გარემოზე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შრომითი მოტივაცია უზრუნველყოფს ადამიანის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას. ძლიერად მოტივირებული თანამშრომელი გულისხმობს ადამიანს, რომელიც ცდილობს კარგად შეასრულოს სამუშაო, აღიარებს ორგანიზაციის მიზნებს და მთელ ძალასა და მონდომებას მათ მისაღწევად მიმართავს.

საინტერესოა სამუშაო გარემოს როლი შრომით საკითხებში, დაწყებული ოფისის არქიტექტურული მხარით, დასრულებული ინტერიერით. ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია ისეთ შენობა ნაგეგობებს ირჩევს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანის დღევანდელ მოთხოვნილებებს. ყურადღება ექცევა სამუშაო შენობების განთავსების არეალსაც - თუ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ქალაქის ცენტრი უალტერნატივოდ ითვლებოდა, 21-ე საუკუნე განსხვავებულ სივრცეების ათვისებას გვთავაზობს. აქტუალურია ცენტრთან ახლოს მდებარე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლები ხმაურითა და დატვირთვით გამორჩეული ადგილები. მსგავსი სახის ლოკაციები დასაქმებულებს საშუალებას აძლევს მუშაობის დროსაც კი განიტვირთონ.

ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ მშვიდ და სუფთა გარემოში დღის თუნდაც მცირე მონაკვეთის გატარება ადამიანის გონებაზე დადებითად აისახება და პირდაპირპროპორციულად ზრდის შრომისუნარიანობას. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს ხმაურიან ცენტრზე და თანამშრომლებს მწვანე გარემოს სთავაზობს - გარემოს, რომელიც მათ განწყობასა და პროდუქტიულობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

თანამშრომელთათვის იდეალურთან მიახლოებულ გარემოს შექმნაზე ბოლო პერიოდში ქართული კომპანიების ნაწილიც აქტიურად დაფიქრდა და მსგავსი ორგანიზაციების რაოდენობა დროსთან ერთად მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით აქტიურობენ სტარტაპები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეველოპერული კომპანიები ითვალისწინებენ ბაზარზე წარმოქმნილ ახალ მოთხოვნებს და საინტერესო ლოკაციებზე განთავსებულ კომერციულ ფართებს გვთავაზობენ. ამის ერთ-ერთ მაგალითია კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“, რომელიც ახორციელებს პროექტს „მეტრა პარკს“ ბაგებში და საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად გვთავაზობს კომერციულ ფართებს. ნათელი, დიდი სივრცეები მშვენიერი ხედით, ტყე და კომპანიის მიერ მოწყობილი მოსასვენებელი პარკები კომერციულ ფართებს განსაკუთრებულად ღირებულად აქცევს მათთვის, ვისაც ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სურს სამუშაო პროცესის წარმართვა.