საქართველოში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში სიგარები, სიგარილები და სიგარეტები ტოპ-10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის იყო და მისმა იმპორტმა 123.2 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 63.8 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში თამბაქოს იმპორტი 59.4 მლნ დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.