რა კავშირი აქვს ფაროსანას ლარის კურსთან

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ლარის კურსთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს ფაროსანას ლარის კურსთანო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს ვალუტას ისიც კი აუფასურებს. თხილის შემცირებული მოსავლის გამო, ექსპორტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად განახევრებულია, თან 2017 წელი მოსავლიანობით არ გამოირჩეოდა, ისევ ფაროსანას გამო. თხილის გაყიდვის ყველაზე აქტიური თვეები სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერია. რეალიზაციიდან მიღებული ვალუტა მალევე ხვდება ბაზარზე და ამყარებს ლარს, თუმცა ბოლო 2 წელია, თხილის ექსპორტის შემცირება ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს,“- წერს კეპულაძე.