სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციას მცდარს უწოდებს

სატრანსპორტო სფეროში ინფრასტრუქტურის "ორჯერ ზრდასთან" დაკავშირებით, საერთაშორისო ანგარიშებზე დაყრდნობით არ შეესაბამება სიმართლეს- ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ შეფასება ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ორჯერ მეტი გზები და ხიდები შენდება, ვიდრე ეს ნაციონალური მოძრაობის დროს იყო“.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქსიმლურად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ, გვინდა გამოვეხმაუროდ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, სატრანსპორტო სექტორში აღმავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის გამოსვლაში აღნიშნული იყო, რომ "ორჯერ მეტი გზები და ხიდები შენდება".

ვეყრდნობით, საერთაშორისო გამოცემა World Economic Forum-ს, კერძოდ The Global Competitiveness Report-ის ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის შეჯამებული მონაცემები სხვადასხვა ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდომარეობის მიმართულებით.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საერთო ხარისხი (აერთიანებს, საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, ნავსადგურებს და აეროპორტებს):

2012 - 2013 წ - 55 ადგილი, 2013 - 2014 წ - 58 ადგილი, 2014 - 2015 წ - 54 ადგილი, 2015 - 2016 წ - 61 ადგილი, 2016 - 2017 წ - 75 ადგილი, 2017 - 2018 წ - 76 ადგილი (საქართველომ განიცადა 21 საფეხურით დაღმასვლა).

გამოვყოთ ცალკე საავტომობილო გზების მდგომარეობა:

2012 - 2013 წ - 55 ადგილი, 2013- 2014 წ - 60 ადგილი, 2014 - 2015 წ - 65 ადგილი, 2015-2016 წ - 73 ადგილი, 2016 - 2017 წ - 78 ადგილი, 2017 - 2018 წ - 82 ადგილი (საქართველომ, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით განიცადა 27 საფეხურით დაღმასვლა).

დასკვნა - განცხადება, სატრანსპორტო სფეროში ინფრასტრუქტურის "ორჯერ ზრდასთან" დაკავშირებით, საერთაშორისო ანგარიშებზე დაყრდნობით არ შეესაბამება სიმართლეს.