2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 2 448.1 მლნ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 56.1 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 53.4 მლნ დოლარი იყო.