არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ელი ივნისისათვის 9.9 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ივნისისათვის 9.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 32.4 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 38.2 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 5.8 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით.

მათივე ინფორმაციით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 61.25 პროცენტი შეადგინა - 0.62 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.0 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.5 პროცენტი შეადგინა.