უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2019 წელსაც შემოსავლების სამსახური გადაიხდის

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს წინა წლების ანალოგიურად, 2019 წელსაც შემოსავლების სამსახური გადაიხდის.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ „უალკოჰოლო სასმელების მარკირების მიმართულებით 2019 წელს არაფერი იცვლება“.

ცნობისათვის, უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების პროცესის უზრუნველსაყოფად კონტრაქტორის შერჩევა შემოსავლების სამსახურს, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი პროდუქციის მწარმოებელს დაევალა.

კონტრაქტორად შ.პ.ს SICPA Security Solutions Georgia შეირჩა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SICPA HOLDING-ის შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლებშიც მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური იხდიდა.