1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7015 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0805 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0843 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.