საგლოლო-ჭიორა-ღების გზის მე-4 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე, გადმოვიდა დიდი რაოდენობით მდინარის წყალი და საავტომობილო გზა დაფარა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.