ახლად რეაბილიტირებულ ავლაბრის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა.
პროექტის ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფმა" ახალი დიზაინის 27 ერთეული გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა. გარდა ამისა, გარე განათების საკაბელო ქსელი მიწისქვეშ განთავსდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70 პროცენტით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.