სავაჭრო პროტექციონიზმის ზრდა საფრთხეს უქმნის როგორც საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკას, ასევე თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.
ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ვაჭრობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ოტავაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანადის ვაჭრობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ საერთაშორისო სავაჭრო სისტემის მხარდაჭერას ვადასტურებთ, იმ სისტემის, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ წესებზე და ხაზს უსვამს იმ შეუცვლელ როლს, რომელსაც ასრულებს მსო ვაჭრობის დაცვაში. ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეწუხებული ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონიზმის ზრდით, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მსო-ზე და მთელს სავაჭრო სისტემაზე მსოფლიოში“, - წერია დოკუმენტში, რომლის ნაწილი აშშ-ს მიერ იმპორტზე დაწესებული გადასახადების ზრდას ეხება.
ოტავაში გამართული შეხვედრის მონაწილეები ორგანიზაციის წევრებს სთავაზობენ პატივი სცენ დავების დარეგულირების არსებულ სისტემას მსო-ს ფარგლებში, რათა მათ გაზარდონ მსო-ს წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკაზე კონტროლი. ისინი ასევე შეთანხმდნენ გამართონ მორიგი შეხვედრა ორგანიზაციის რეფორმირების საკითხებზე 2019 წლის იანვარში.
კოკა კვირკველია