ახალი ნივთიერების დახმარებით ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის ვადა გაზარდეს

ერთ-ერთი კომპანია ავოკადოს, ციტრუსებისა და სხვა პროდუქტების ვარგისიანობის ვადის გაორმაგებას ბუნებიდან აღებული ნიმუშით ცდილობს.

ბევრ ჩვენგანს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც ასწავლიან, რომ თეფშზე გადმოღებული საკვები ბოლომდე უნდა შევჭამოთ, რადგან მსოფლიოში სადღაც არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ. თუმცა ამას ყოველთვის არ ან ვერ ვითვალისწინებთ.

CNN-ის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დადგენილია, რომ წელიწადში 1,3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული საკვების 1/3-ს შეადგენს.

მსოფლიოში ყოველ 9 ადამიანში ერთი ღამით დასაძინებლად მშიერი კუჭით მიდის.

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

კომპანია Apeel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს როჯერსმა კალიფორნიაში სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ ნაკვეთებს ჩაუარა, როდესაც რადიოში

გლობალურ შიმშილთან დაკავშირებული ისტორია მოისმინა. "არსებული რიცხვების თანახმად, ჩვენ ვაწარმოებთ საჭიროზე მეტ პროდუქციას, რათა მსოფლიო მოსახლეობა გამოვკვებოთ"- იხსენებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავის მაშინდელ ფიქრებს.

საკითხის კვლევის შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ამ პრობლემას საფუძვლად პროდუქციის გაფუჭება უდევს. შედეგად, 2012 წელს მან დაარსა კომპანია Apeel Sciences, რომელიც მიზნად ისახავს საკვების ვარდისიანობის ვადის ზრდას და ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

პროდუქტების ვარგისიანობის გახანგრძლივების მიზნით, ქიმიური აგენტების გამოყენების ნაცვლად, კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური საფარი, რომელიც პროდუქტს ლპობისგან იცავს.  განაგრძეთ   კითხვა