მსოფლიოს ტოპ-10 ავტომწარმოებელი ქვეყანა

მთელ მსოფლიოში 2017 წელს რამდენიმე ათეულ მილიონზე მეტი მსუბუქი ავტომობილი იქნა წარმოებული.წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელიც ბაზარზე ყველაზე მეტ ავტომობილს უშვებს.

ჩინეთი - ავტოწარმოების კუთხით, მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს. 2017 წელს ქვეყანამ 23,554,031 ავტომობილი გამოუშვა. ამ წელს ჩინეთში ავტომობილის წარმოება 4.4 %-ით გაიზარდა.

ევროკავშირი - ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზე ისევ ევროკავშირია. 2017 წელს ევროკავშირმა სულ 16 957 230 ავტომობილი გამოუშვა

იაპონია - იაპონური მანქანები მთელ მსოფლიოში საიმედო და მაღალი ხარისხითაა ცნობილი. 2017 წელს იაპონიამ 8 212 033 ავტომობილი გამოუშვა.

ამერიკის შეერთებული შტატები - 2017 წელს აშშ-ში ავტომობილების წარმოება 11.5% -ით შემცირდა, რაც თითქმის 1 მილიონზე ნაკლებია. რაც შეეხება რაოდენობას, 2017 წელს ამერიკამ 8 081 623 ავტომობილი გამოუშვა.

ინდოეთი - ქვეყანაში საავტომობილო ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1 %-ს შეადგენს. 2017 წელს ინდოეთმა 3 886 293 ავტომობილი გამოუშვა.

სამხრეთ კორეა - დღეს მსოფლიოში სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ავტომწარმოებელი ქვეყანაა. 2017 წელს კორეამ 3,783,030 ავტომობილი გამოუშვა.

მექსიკა - მექსიკური საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირავს. 2017 წელს მექსიკამ 2,936,509 ავტომობილი გამოუშვა.

ბრაზილია

- ბრაზილიაში წარმოებული ავტომობილი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ავტომობილია. 2017 წელს ბრაზილიამ სულ 2,277,604 ავტომობილი გამოუშვა.

კანადა - კანადის ავტო ბაზარი მაღალი წარმოების მოცულობით გამოირჩევა. მისი ზრდა ძირითადად უცხოური ფილიალებისა, იაპონიის და ამერიკული კომპანიების შვილობილი კომპანიების ხარჯზეა დამოკიდებული. 2017 წელს კანადამ 2,165,740 ავტომობილი გამოუშვა.

ირანი - ათეულს ასრულებს ირანი, სადაც ნავთობისა და გაზის შემდეგ ყველაზე აქტიური სამრეწველო სექტორი სწორედ საავტომობილო ინდუსტრიაზე მოდის. 2017 წელს ირანმა 1,408,398 ავტომობილი გამოუშვა.

ლიკა ამირაშვილი