BMW 3,9 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია BMW ე.წ. დატჩიკის (მუხლა ლილვი) მონაცემთა გადამწოდში შესაძლო დეფექტის გამო, ჩინეთის ბაზრიდან 3,9 ათას ავტომობილს უკან იხმობს.

ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

როგორც სააგენტო წერს, გაწვევას ექვემდებარება პირველიდან მეშვიდე სერიის ჩათვლით ჩინეთში იმპორტირებული 3 939 ავტომობილი და Mini Cooper-ი, რომლებიც  2018 წლის 10 აპრილიდან 13 ივნისის პერიოდშია წარმოებული.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ავტომობილებში დეფექტის გამო, მონაცემთა გადამწოდმა შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია გადასცეს, ამან კი ძრავის გაჩერება გამოიწვიოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი  ვალდებულებას  იღებს ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ის უფასოდ შეცვალოს.

კოკა კვირკველია