ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის დედაქალაქი კაირო, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტურიზმის სფეროში ყველაზე სწრაფად განვითარებად ქალაქად დასახელდა.აღნიშნულ მონაცემებს ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭო აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2017 წელს კაირო გახდა მეგაპოლისი, რომელშიც ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც მოგზაურობისა და ტურიზმის ბიზნესში მოქმედებენ. გასულ წელს ეგვიპტის დედაქალაქმა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი შენატანი „განახორციელა“, რომელმაც მშპ-ს 30%-ს შეადგინა.
ამ მაჩვენებელების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილზეა მაკაუ, მესამეზე კი სტამბოლი.
ანგარიშში წერია, რომ ბოლო წლებში სწორედ მსხვილი ქალაქები ხდებიან მათ ქვეყნებში ტურიზმის განვითარების ლოკომოტივებად, ხოლო მსოფლიოს უმსხვილესი მეგაპოლისების მომნახულებელთა რაოდენობამ გასულ წელს პირველად გადააბიჯა ნახევარ მილიარდს. ანალიტიკოსების აზრით, მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები ამ დროისთვის წარმოადგენენ ერთგვარ გლობალურ ეკონომიკურ ჰაბებს და თამაშობენ სულ უფრო მზარდ როლს ცალკეული ერების განვითარებაში, რომ არაფერი ვთქვათ მათ როლზე ტურიზმში.
ცოტა ხნის წინ ამავე ორგანიზაციის მიერ ეგვიპტე განთავსდა მეორე ადგილზე მსოფლიოს ტურისტებში ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის.
კოკა კვირკველია