IDFI :გიგა ბოკერიამ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში პრემიის სახით 30 400 ლარი მიიღო

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში პრემიის სახით 30 400 ლარი მიიღო, ბოკერიას სამივლინებო ხარჯებმა კი 59 456 ლარი შეადგინა.

IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირებზე 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 148 990 ლარი. უშიშროების საბჭოს მოქმედმა მდივანმა ირინე იმერლიშვილმა კი დეკემბრის თვეში პრემიის სახით 3 540 ლარი მიიღო.

ამასთან, აპარატის ბალანსზე ირიცხება 6 ავტომობილი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 233 408 ლარს. 2013 წელს უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯულია 99 485.25 ლარი.