სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა.
კერძოდ, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.