საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რათა ეკონომიკური ზრდის შემცირება არ გამოიწვიოს.
ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციების გრძელვადიანი გავლენა პოზიტიური იქნება, მაინც ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რომ დაკრეტიდების ზრდა მოსალოდნელზე მეტად არ შემცირდეს. რადგან ახალი რეგულაციების გამო, დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა დროებით შეამციროს,“-აღნიშნულია ფონდის მიმოხილვაში.