საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
კერძოდ, როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ფონდმა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 5,0%-მდე შეამცირა.
ამასთან, შემცირებულია მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის შეფასებით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ის ნცვლად 4,6%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა. 2018 წლის ბიუჯეტი კი ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი.