1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.