ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ეს ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი უკვე მეოთხედ მოხვდა.
Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.
Doing Business 2019 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
ახალი ზელანდია
სინგაპური
დანია
ჰონგ-კონგი, ჩინეთი
კორეა
საქართველო
ნორვეგია
აშშ
დიდი ბრიტანეთი