ჭიათურობა 2018-თან დაკავშირებით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობა იკრძალება კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის 1 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; სამონტაჟო სამუშაოებისათვის 2 ნოემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე; „ჭიათურა 2018“- ის ღონისძიების ჩატარებისათვის 3 ნოემბერს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.