„თბილისი ჰილსში“ უძრავი ქონების გაყიდვები დაიწყო

„თბილისი ჰილსში“ თაუნჰაუსების გაყიდვები დაიწყო. ისინი, ვინც უძრავ ქონებას 19 ნოემბრამდე შეიძენენ, წინასწარი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

საუბარია „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანსა და რეზიდენციებზე, რომლებიც თბილისთან ახლოს, 15 წუთის სავალზეა განთავსებული და ქალაქს ორი მთავარი გზით – კრწანისის პანორამული გზითა და რუსთავის გზატკეცილით უკავშირდება.

„თბილისი ჰილსი“ მსურველებს სთავაზობს მაღალი სტანდარტებით შექმნილ უძრავ ქონებას, რომელიც საცხოვრებელ ვილებსა და ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. ამჟამად, იყიდება რამდენიმე თაუნჰაუსიც, რომლის შეძენა, მიწის ნაკვეთთან ერთად, 15%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ღირებულება 19 ნოემბრიდან გაიზრდება.

თაუნჰაუსი მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პრემიუმ-პროექტია, რომლის არქიტექტურული მიზანია, ორი დაწყვილებული შენობა ერთმანეთისაგან განცალკევებულად წარმოაჩინოს, რაც შესაბამისი მასალებისა და არსებული ლანდშაფტის დახმარებით მიიღწევა. ვილებს მსოფლიოში ბევრი ანალოგი ჰყავს, თუმცა „თბილისი ჰილსი“ პირველია, რომელიც საქართველოში ამ სტილის მშენებლობებს იწყებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ახალი საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც პრემიუმ კლასის კერძო ვილები და 1400 მ2-დან რამდენიმე ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთები გაერთიანდებოდა. არქიტექტურული კონცეფციის შექმნისას, გადავწყვიტეთ, რამდენიმე თაუნჰაუსიც აგვეშენებინა, რათა მომხმარებლებს მეტი არჩევანი ჰქონოდათ. ჩვენ ევროპის საუკეთესო მაგალითები ავიღეთ და მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმაზე, რომ ერთ სივრცეში ყველაფერი მრავალფუნქციური, სწორად განაწილებული და შთამაგონებელი ყოფილიყო. ელეგანტური ინტერიერის თითოეული დეტალი, ულამაზესი ბაღები და თბილისისა და შავნაბადას მონასტრის ჯადოსნური ხედები ყველაფერს კიდევ უფრო საოცარს ხდის,“ – ამბობს ანასტასია უდალოვა, „თბილისი ჰილსის გოლფის მოედნისა და რეზიდენციების“ დირექტორი, – „გარდა იმისა, რომ ვილები გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, პარკინგის ზონები, ეზოები და ბარბექიუსათვის განკუთვნილი ადგილები ერთმანეთისაგან ბუნებრივად, ტერასებითაა გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მშენებლობამ არსებული ლანდშაფტი პირვანდელი სახით შეინარჩუნა. 20-წლიანი გამოცდილების მქონე ესტონელი კონსტრუქტორების ჯგუფმა ამ პროექტში საუკეთესო ევროპული სტანდარტები გააერთიანა. ექსპერტების საერთაშორისო გუნდმა კი, ადგილობრივ არქიტექტორებთან ერთად, შეუძლებელი შეძლო და ჩვენი ამბიციური გეგმა რეალობაში განახორციელა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მომხმარებლებს სრულყოფილებაში ცხოვრებას საუკეთესო ფასად და ესტონური ხარისხის უზრუნველყოფით ვთავაზობთ“.

თაუნჰაუსის დიზაინი IM Architecture-ის ბიუროს ეკუთვნის. ერთი ვილა დაახლოებით 190 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ორ სართულს, ორი მანქანისათვის განკუთვნილ პარკინგს, ტერასას, აივანსა და ეზოს აერთიანებს. თითოეულ თაუნჰაუსს 500-დან 1135 მ2-მდე მიწის ნაკვეთი აქვს გარშემორტყმული, რომლის გამოყენებაც ბარბექიუს ღია სივრცის მოსაწყობად ან ღია აუზის ჩასაშენებლად შეიძლება.

რაც შეეხება „თბილისი ჰილსს“, მისი სრული ფართობი 331 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 110 ჰექტარი საქართველოში პირველ 18-ფოსოიან პროფესიულ გოლფის მოედანს უკავია. „თბილისი ჰილსის“ რეზიდენციები ევროპული ესთეტიკით ხასიათდება და მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან, რაც მკვეთრად გამოარჩევს ქალაქის ხმაურიანი და გადაჭედილი ადგილებისაგან. ამჟამად ხელმისაწვდომია 3000-მდე გასაღები, რომელთა შორისაა 380 ვილა, 73 თაუნჰაუსი და 20 სამსართულიანი ბინის კომპლექსი. მშენებლობის დასრულებისას პროექტში ჩადებული ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

(R)