ამერიკული მულტიპლიკაციური არხი Cartoon Network-ი უახლოეს მომავალში მის პირველ სასტუმროს გახსნის.
როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, სასტუმრო 2019 წელს პენსილვანიის შტატში გაიხსნება.
ეს იქნება არა უბრალოდ სასტუმრო, არამედ მთელი გასართობი კომპლექსი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. ძირითად ელემენტებად გახდებიან პერსონაჟები პოპულარული მულტფილმებიდან, რომლებიც არხზე გადის. ესენია : Adventure Time, We Bare Bears და The Powerpuff Girls. სასტუმროში იქნება 165 ნომერი, ინტერაქციული ჰოლი, კინოთეატრი, აუზი, სხვადასხვა სათამაშო ზონები. პროექტის პარტნიორია Palace Entertainment.
როგორც Cartoon Network-ის დირექტორმა კრისტინა მილერმა განაცხადა, ისინი გეგმავენ მათი გმირები უფრო ახლო გახადონ მაყურებლებისთვის. მაგალითად, ჯეკი სერიალიდან Adventure Time პატარებს გამოუცხობს ბლინებს, ხოლო თეთრი დათვი მულტფილმიდან We Bare Bears მათ ლატეს მოუმზადებს.
კოკა კვირკველია