საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 29 373 ლარი შეადგინა.
სემეკის ცნობით, სხდომაზე განხილული საკითხები შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და მრიცხველის საფასურს.
„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც“, - აცხადებენ უწყებაში.