როდესაც ადამიანს აქვს ფული იმისთვის, რომ განახორციელოს ინვესტიცია და გაზარდოს საკუთარი კაპიტალი, მას უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის არსებობს ამ კაპიტალის დაკარგვის საშიშროებაც.Globex Analytics-ის ექსპერტებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ფინანსურ ბაზარზე არსებული ძირითადი რისკები.
ფსიქოლოგია და მოტივაცია
ადამიანთა უმეტესობას, ვისაც სურს გახდეს ინვესტორი, არ უნდა ფუნდამენტალური ცნებების და ვაჭრობისადმი ელემენტარული მიდგომების შესწავლა. ეს ალოგიკურად მოგეჩვენებათ, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ნამდვილად ასეა. ხშირად ადამიანი, რომელიც პირველად იწყებს მუშაობას ბირჟაზე, ფიქრობს, რომ უკვე კარგად იცის თუ როგორ გამოიმუშაოს ფული. ასეთები არიან: ბიზნესმენები, სავაჭრო ობიექტების მფლობელები, რეალტორები, მცირე მეწარმეები და ყველა, ვისაც აქვს საწყისი კაპიტალიც კი.
ასეთი ინვესტორი თვლის, რომ ვაჭრობა ფინანსური ინსტრუმენტებით არის მარტივი საქმე და ვერ ხვდება, რომ სტაბილური შემოსავლის მიღება ბირჟაზე ათჯერ უფრო რთულია, ვიდრე ძირითადი ბიზნესის მართვა. დამწყებ ინვესტორებს უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება. ბაზარზე ეს არ მუშაობს. აქ არის ორი პოლუსი: მოგება და წაგება. როგორც არ უნდა ეცადოს ტრეიდერმა, ის ვერ მოუძებნის ახსნას 10 წამგებიან გარიგებას, რომლებშიც დაკარგა თავისი დეპოზიტის 90%. ბევრს უჭირს ვაჭრობის მათემატიკასთან შეგუება და ისინი ტოვებენ ბაზარს ან თანხმდებიან თამაშის წესებს და უყურებენ სამყაროს უკვე სხვა თვალით.
რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს რეგულატორი, რომელიც დაგვაზღვევს შეცდომებისგან, ჩვენ თვითონ გვიწევს ამის გაკეთება. როცა ინვესტორი ამას ხვდება, ის დგება არჩევანის წინაშე, თუ რომელი ბაზარია უმჯობესი, რომ გამოიყენოს?
რისკები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე
აქციები ტრადიციული ინსტრუმენტია ინვესტირებისთვის. მათი შეძენა ხდება ძირითადად ორი მიზნით. პირველი - იმისთვის, რომ შეიქმნას „პორტფელი", რომელიც მომავალში მოიტანს პასიურ შემოსავალს, ხოლო დღეს რეგულარულ დივიდენდებს. მეორე მიზანი არის სპეკულაციური - გამომუშავება ყველაზე მოთხოვნადი აქციების ყიდვა-გაყიდვაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში საფონდო ბირჟა პრაქტიკულად არ თანამშრომლობს კერძო ინვესტორებთან. თუ თქვენ გსურთ Microsoft, Apple, Tesla, BMW ან ნებისმიერი სხვა აქციების შეძენა, თქვენ დაგჭირდებათ საერთაშორისო ბროკერი. პირველი რისკი - ბროკერის არჩევა და მომსახურების ღირებულებაა. გარდა ამისა, საეჭვოა, რომ მსხვილი საერთაშორისო კომპანიის ტრეიდერი ფლობდეს ქართულ ენას. თქვენ დაგჭირდებათ ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა. როცა ყიდულობთ აქციებს დივიდენდების მისაღებად, უნდა გახსოვდეთ, რომ კურსის ღირებულების ცვლილებების გამო თქვენი კონსერვატიული შემოსავალი შეიძლება ნულამდე შემცირდეს. აქციებით სპეკულაციები აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნამდვილად იცით, რა უნდა გააკეთოთ. საკრედიტო მხარეს მოაქვს დიდი ხარჯები ტრეიდერისთვის, ხოლო მოკლე პოზიციების შემთხვევაში საჭიროა პროცენტების გადახდა ნასესხ ქაღალდებზე, რაც არ იძლევა ასეთი პოზიციების ხანგრძლივი პერიოდით გახსნის საშუალებას. საჭიროა პორტფელის რეგულარული გადახედვა, კონტროლი და ცალკეული აქციების მოშორება, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი რისკების გაზრდა.
რისკები FOREX-ის ბაზარზე
ფორექსის ხელმისაწვდომობის გამო, ინვესტორების უმეტესობა იწყებს ზუსტად ამ ბაზრით. სავალუტო ბაზარზე აქტიური ვაჭრობა შეუძლიათ იმათაც, ვისი კაპიტალი არ აღემატება 100$-ს. აქედანვე მოდის ძირითადი ფინანსური რისკი. თუ ტრეიდერი ზედმეტად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ყველა მისი მომგებიანი გარიგება ვერ გადაფარავს მიღებულ ზარალს. ქართული ემოციური ინვესტორები კი არც თუ ისე ხშირად იყენებენ რისკ-მენეჯმენტის ინსტრუმენტებს.
საქართველოში 2018 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს ფორექს კომპანიების საქმიანობას. ქართველ ინვესტორებს ახლა უკვე შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული 9 ლიცენზირებული ბროკერისგან ერთ-ერთის არჩევა და სადაო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ისინი დაცულები იქნებიან სასამართლოში. ასევე შესაძლებელია საერთაშორისო ბროკერებთან მუშაობა და დიდი საკრედიტო მხარდაჭერის გამოყენებაც.
იმისთვის, რომ გაერკვიოთ ბირჟაზე ვაჭრობაში, სასურველია გაიაროთ საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის საფუძვლების უფასო სწავლება, საგანმანათებლო-ანალიტიკურ ცენტრში Globex Analytics.
ყველა სახის ბაზარზე, დამოუკიდებელი ვაჭრობის შემთხვევაში ტრეიდერს აქვს 100%-იანი რისკი. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ რისკების შემცირებისთვის, ფორექსზე არსებობს სპეციალური ინსტრუმენტები, მაგალითად, სტოპ-ლოსს და ტაკე-პროფიტ, იმისათვის, რომ შეამციროთ ზარალი და დროულად დააფიქსიროთ მოგება. უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ისინი.
რისკები მიკროფინანსების ბაზარზე
საქართველოში ძალიან პოპულარულია ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ხალხის უმეტესობა იღებს იქ სესხებს. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - ასეთი კომპანიები იზიდავენ ინვესტორების ფულს ბრუნვის გაზრდისთვის.
ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინვესტორი ფაქტობრივად აძლევს კომპანიას ფულს, კრედიტს, ბიზნესში ჩარევის უფლების გარეშე. ასეთი კომპანიების ძირითადი კლიენტები არიან ის არასანდო მსესხებლები, ვინც უარი მიიღო ბანკებისგან. ამიტომ მიკროფინანსირება - ძალზედ სარისკო ბიზნესია.
თუ მზად ხართ გარისკოთ, მიაქციეთ ყურადღება კომპანიის საკუთარ კაპიტალს და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. როგორც პოტენციურ ინვესტორს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ნებისმიერი სახის ანგარიშები, იმისთვის, რომ გქონდეთ წარმოდგენა კომპანიის შემოსავლიანობაზე, მსესხებლებზე, დაგვიანებების მოცულობებზე. მიკროსაფინანსო ბიზნესი გამოიყურება ძალიან რენტაბელურად, მაგრამ გამოუცდელ ინვესტორს გაუჭირდება კომპანიის ანგარიშებში გარკვევა, რადგან მსხვილი მიკროსაფინანსო კომპანიებიც კი ხშირად იყენებენ ნაცრისფერ სქემებს.
ამიტომ
სანამ შეხვალთ ფინანსურ ბაზარზე, მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ რისკები. არ აქვს მნიშვნელობა იყიდით თქვენ აქციებს, ვალუტას ან გახდებით კრედიტორი, რისკები აქვს ყველა ინსტრუმენტს. ნუ დაივიწყებთ ფინანსური ბაზრის ძირითად წესს: რაც უფრო დიდია შემოსავლიანობა, მით უფრო მაღალია რისკი.