Google-ის თანამშრომლებმა უპრეცედენტო საპროტესტო მსვლელობა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამართეს

მსოფლიოს მასშტაბით Google-ის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილები მიატოვეს და უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.მათი უკმაყოფილების მიზეზი კომპანიის მხრიდან ქალებისადმი დამოკიდებულება გახდა.

ტექნოლოგიური გიგანტის თანამშრომლები გარკვეულ საკვანძო ცვლილებებს მოითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებს კომპანია სექსუალური ხასიათის ბრალდებებზე, გარდა ამისა, თანამშრომლები მოითხოვენ იძულებითი არბიტრაჟის გაუქმებას, რაც საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას მისცემს.

Google-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს თანამშრომლების გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლებას.

"მე მესმის ბრაზი და იმედგაცრუება, რასაც ბევრი თქვენგანი გრძნობს",- თქვა მან ყველა თანამშრომლისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, - და მეც ვგრძნობ ამას და

სრულიად ჩართული ვარ პროცესში, რომლის შედეგადაც პროგრესი უნდა განვიცადოთ იმ საკითხში, რაც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და დიახ, აქ Google-შიც".

მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობაში Google-ის სინგაპურის, ციურიხის, ლონდონის, ტოკიოს, ბერლინისა და ნიუ-იორკის ოფისების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ვებ-დეველოპერმა სელ დუტონმა, რომელიც მსვლელობას ლონდონში შეუერთდა BBC-სთან საუბარში განაცხადა: "ჩვენ გავიფიცეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სამუშაო ადგილას დასაქმებულ იმ კოლეგებს დავუჭიროთ მხარი, რომლებიც შევიწროვებას განიცდიან და გარეთ გამოვედით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ბრალდებები ისმის, არ არიან დაცულები და უფრო მეტიც - დაჯილდოვებულები".

რამ განაპირობა მასშტაბური პროტესტი ? იხილეთ სრულად