2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 166 305 294 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მე-3 კვარტლისთვის, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 62,4 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 56,1 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 26,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)
საქართველოს ბანკი - 62 489 353 ლარი
თიბისი ბანკი - 56 180 501 ლარი
ქართუ ბანკი - 26 824 055 ლარი
ვითიბი ბანკი - 8 960 783 ლარი
ბაზისბანკი - 8 935 216 ლარი