კახეთიდან რუსეთში ატმის პირველი პარტია გაიგზავნა

ქართული ხილი რუსულ ბაზარზე გადის.

ატმის პირველი პარტია კახეთიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა. ხილის ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ საექსპორტოდ სოფელ ჩუმლაყში 60 ტონამდე ატამი და ვაშლატამა ადგილობრივი ფერმერებისგან იყიდა.

რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის უფლება ქართველმა და რუსმა ფიტოსანიტარებმა შესაბამისი სერტიფიკატით დაადასტურეს.