სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს 2.71-2.74 ლარის, ხოლო ევროს შეძენა 3.082-3.14 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს დოლარისა და ევროს მიმართ.
საბურთალოს რაიონში მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.728-2.735 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.72–2.724 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 3.082- 3.12-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 3.105-3.11 ლარად შეგიძლიათ.
თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.715-2.725 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.7 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.09-3.12 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.05-3.08 ლარად იბარებენ.
წერეთლის გამზირზე კი - ერთ დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.735-2.74 ლარად შეძლებენ, გაყიდვით კი 2.723 ლარად გაყიდიან. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვას 3.13-3.14 ლარად შეძლებთ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.102-3.105 ლარად იბარებენ.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1194 ლარია.