რეფინანსირების აუქციონზე სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 450 000 000 ლარი შეადგინა, სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00% -ით, მაქსიმალური 4.01 %-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00%-ით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.