პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბალანსზე 11 ავტომობილია აღრიცხული, რომელთა ჯამური ღირებულება 306 575.68 ლარს შეადგენს.ამის შესახებ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ პარტიის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტშია აღნიშნული. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მათგან ყველაზე ძვირადღირებული 2012 წლის წარმოების ტოიოტა პრადოა, რომლის საბალანსო ღირებულება 66 066.13 ლარია.
პარტიის ბალანსზე არსებული ავტომობილების სია შემდეგია:
1. 2012 წლის ტოიოტა PRADO , საბალანსო ღირებულება - 66 066.13 ლარი;
2. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 24 874.96 ლარი;
3. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 24 874.96 ლარი;
4. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 24 874.96 ლარი;
5. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 24 874.96 ლარი;
6. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 23 250.45 ლარი;
7. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 23 250.45 ლარი;
8. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 23 250.45 ლარი;
9. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 23 250.45 ლარი;
10. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 23 250.45 ლარი;
11. 2016 წლის ჰიუნდაი ACCENT, საბალანსო ღირებულება - 24 757.46 ლარი.