დენის გადასახადის 3-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადი დაეკისრება

ელექტროენერგიის გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადი დაეკისრება.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აბონენტი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დენის გადასახადის გრაფიკს 3-ჯერ დაარღვევს. 

როგორც "თელასში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ეს არის სემეკის დადგენილება, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. 

„იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში 3-ჯერ დაარღვევს აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადის გრაფიკს, მას დაეკისრება სადეპოზიტო გადასახადი. სადეპოზიტო თანხის მოცულობა იქნება ერთი თვის სააბონენტო გადასახადის ოდენობის. თანხა დაჯდება აბონენტის დეპოზიტზე და მერე, ერთი წლის განმავლობაში შეეძლება მას ამ თანხის გამოყენება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ "თელასში“.