საჩხერელი ბიჭიკოს წისქვილით ამერიკული მუზეუმი დაინტერესდა

საფქვავს რომ მომიტანენ, სალაპარაკოდ აღარ სცალია ხალხს, უკანმოუხედავად გარბიან, მეც ვდგავარ და წისქვილს ველაპარაკები.ძველ წისქვილსა და მეწისქვილეზე უნდა მოგიყვეთ. მართალია, პატარ-პატარა წისქვილები ჯერ კიდევ ბევრგან არის შემორჩენილი, მაგრამ საჩხერეში, ხოდაბუნებზე წისქვილი სულ სხვაა: აქ საფქვავს თავად აკაკი წერეთლის მამა-პაპა ფქვავდა, რასაკვირველია მაშინ, როცა მოსავალი მოუჭარბდებოდათ, თორემ წისქვილები წერეთლებს თავადაც ჰქონდათ. როგორც მეწისქვილე ბიჭიკო ხვედელიძე ამბობს, ამ წისქვილით ამერიკული მუზეუმი დაინტერესდა, ამ ზაფხულს მის შესახებ ფილმი და ფოტოები გადაიღეს. მეწისქვილემ მე და ჩემი შვილი აღტაცებით მიგვიღო, თავად კი სიმინდის ტომრებზე ჩამოჯდა და რაც თავისი წისქვილის შესახებ იცოდა, ყველაფერი გვიამბო - წერეთლებით დაწყებული, ამერიკელებით დამთავრებული. პირველად ხუმრობით ის ვკითხე, - იმ ამერიკელებმა წისქვილთან იხვები რომ სხედან, მათი ფოტო თუ წაიღეს ამერიკაში-მეთქი. მან კი ვითომც ხუმრობა ვერ გაიგო (არადა, იმერელი კაცი რას არ გაიგებდა!), სერიოზულად მიპასუხა, მაშინ ეგ იხვები მანდ არ ისხდნენო, და განაგრძო:

- ამერიკელები ფილმს დიდხანს იღებდნენ, მე კიდევ მიხაროდა, საჩხერის წისქვილზე ამერიკაში რომ შეიტყობდნენ და ბზრიალი არ დამზარებია. საჩხერეში კიდევ არის ძველი წისქვილი სოფელ ჯრიაში, მაგრამ ეს უფრო ძველია. როგორც ჩანს, ჭკვიანი და ხელმარჯვე კაცის გაკეთებულია, არც წყალი დაწრეტილა ოდესმე, არც ქვები დაბზარულა და არც აქ მომსვლელი გამოლეულა.

- მითხარით, ამ წისქვილში აკაკის მამა-პაპაც კი ფქვავდა საფქვავსო. წარმომიდგენია, მას შემდეგ ამ წისქვილის ქვებს რამდენი სიმინდი ჩამოუფქვავს.

- იმდენი, რამდენიც ახლა მთელმა საქართველომ სულ რომ ცხელი მჭადი ჭამოს, 20 წელიწადს მაინც ეყოფა.

- ახლა რამდენ სიმინდს ფქვავთ?

- არც ისე ბევრს, მაგრამ სამუშაო მაინც მაქვს. ეგ არის, საფქვავს რომ მომიტანენ, სალაპარაკოდ აღარ სცალია ხალხს, უკანმოუხედავად გარბიან. მეც ვდგავარ და წისქვილს ველაპარაკები. ამ წისქვილის ქვებს იმისთანა ხმა აქვს, სხვაგან ვერსად გაიგებ.

- მაინც რანაირი?

- ადამიანს გულს რომ გაუკეთებს, კაცს ყველაფერს კაის რომ აფიქრებინებს...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 5 ნოემბრის ნომერში

ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად