მთავრობამ პარლამენტს 2019 ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბიუჯეტო მაჩვენებლები გაზრდილია და დამატებულია 270 მილიონი ლარი.
“ხარჯვასთან დაკავშირებული ასიგნებები გაზრდილია პრაქტიკულად 538 მილიონით. 2019 წელს სახელმწიფო პრაქტიკულად თითქმის 13 მილარდ ლარს დახარჯავს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. გარდა ამისა, 69 მილიონ 500 ათასი ლარით არის გაზრდილი მაჩვენებლები, რომლითაც უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, ვისზეც არის საუბარი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ციფრები არ ყოფილა“, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტს 13 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მანამდე ფინანსურ დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს.