Amazon-ი საშობაოდ მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი Amazon.com-ი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

ამ ნაბიჯით კომპანიას სურს, ისეთ კონკურენტებს, როგორიც Walmart-ი და Target Corp-ია, მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს.

აღნიშნული აქცია, სავარაუდოდ, Amazon-ის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ შარშან კომპანიამ უფასო ტრანსპორტირებისთვის საჭირო მინიმალური შენაძენის ღირებულება 35-დან 25 დოლარამდე შეამცირა.

აქცია 5 ნოემბერს დაიწყება და 5-8 დღე გაგრძელდება.

სტატისტიკის თანახმად, ამერიკული ოჯახების ნახევარზე მეტი Amazon-ის ე.წ. პრაიმ მომხმარებელია. „პრაიმი“ ამაზონის ბიზნესის ქვაკუთხედად რჩება, მისი ღირებულება წელიწადში 119 დოლარია და იმავე დღეს ტრანსპორტირებასა და ვიდეო სტრიმინგს ითვალისწინებს.

გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს მცირე ღირებულების საქონლის უფასო ტრანსპორტირება კომპანია Amazon-ის მოგებაზე, რომელიც გასულ თვეს საგრძნობლად გაუმჯობესდა.