მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე Huawei-ს ოთხი სხვადასხვა მოდელის სმარტფონის შეძენისას მყიდველს საჩუქარს გადაცემს.ამის შესახებ კომპანია „ბილაინიდან“ იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, Huawei P20 Lite-ის შეძენისას მყიდველი საჩუქრად იღებს Bluetooth დინამიკს; Huawei P Smart - ის ყიდვისას - სმარტფონის დამტენს; Huawei Y6 PRIME -ის შეძენისას - A-Atomu-Case-სა და 5GB ბილაინის ინტერნეტს სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად; Huawei Y5 PRIME -ის ყიდვისას - A-Dura-Case-სა და 5 GB „ბილაინის“ ინტერნეტს სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად.
„სმარტფონის შეძენა შესაძლებლია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24- თვიანი განვადებით. „ბილაინი“ აძლევს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლოს 24- თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია „ბილაინის“ მაღაზიებში და ვებგვერდიდან www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ სჭირდება ბანკში მისვლა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.