"ლიბერთი ბანკი" საკუთარ მომხმარებლებს "ლიბერთი კლუბში" აწევრიანებს

დღეიდან, ბანკის ყველა მომხმარებელი "ლიბერთი კლუბის" წევრი ხდება.

მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეასრულოს საბანკო ოპერაციები და დააგროვოს ოპერაციების შესაბამისი რაოდენობის ქულები, რომელთა საშუალებითაც დაფარავს კომუნალურ და სხვა ტიპის გადასახადებს, შეავსებს მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დროს ან მიიღებს ფულს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ბარათზე და Money ელექტრონულ მულტი სავალუტო ანგარიშზე, რომელსაც 1,7 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

"ლიბერთი კლუბში" გაწევრიანებულია "ლიბერთი ბანკის" 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი. მომხმარებელს ქულა საბანკო ოპერაციების განხორციელების შემდეგ უგროვდება. მაგალითად, თუ მომხმარებელი გადაიხდის "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერი ბარათით cheap.ge ფასდაკლების პროგრამაში ჩართულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, მას 50 ქულა დაუგროვდება; თუ მისთვის სასურველ ნივთს "ლიბერთი ბანკის" განვადების გამოყენებით შეიძენს, მომხმარებელი 15 ქულას მიიღებს. ქულები ასევე გროვდება თანხის გაგზავნის, სესხის აღების, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის გამოყენების დროსაც. ოპერაციების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.LBClub.ge

"ლიბერთი კლუბის" მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალობა და უზრუნველყოს მათი ინფორმირება "ლიბერთი ბანკის" სხვადასხვა ინოვაციური და მოსახერხებელი მომსახურების შესახებ. ბანკი "ლიბერთი კლუბის" ფარგლებში არაერთ წამახალისებელ აქციას გეგმავს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი ახლო მომავალში შეიტყობს", - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" სამერჩანტო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო თავაძემ.