ვინ დაიკავებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია.მას შემდეგ, რაც მამუკა კობახიძე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე არჩილ წერეთელი შეასრულებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

„სანამ ახალი დირექტორი დაინიშნება, მანამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა კობახიძის მოადგილე, არჩილ წერეთელი იქნება. ხოლო ვინ დაინიშნება თბილსიის სატრასპორტო კომპანის ხელმძღვანელად, ჯერჯერობით უცნობია“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ცნობისთვის, მამუკა კობახიძის „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად დაინიშვნის შესახებ ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. კობახიძეს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. იგი კომპანიის სპეციალური მმართველი იყო.