მთაწმინდის რაიონში კალათბურთის ახალი მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

მთაწმინდის გამგეობა რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოებს განაგრძობს.თბილისის მერიის ინფორმაციით, რჩეულიშვილის ქ. N4-ის მიმდებარედ კალათბურთის მოედანი, ხოლო ოქროყანის აღმართის N14-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

სკვერის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო, სადაც სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი განთავსდა. დაიდგა თუჯის საბაღე სკამები და ხის ურნები. მოეწყო ლითონის ღობე, გამწვანების ზოლი და დიოდური თბილი ნათების ლამპიონები.

bpn

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ასევე, კალათბურთის მოედანი, სადაც პოლიპროპილენის საფარი დაიგო. დამონტაჟდა სპორტული ტრიბუნა და დეკორაციული გარე განათების ქსელი.

სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 160 ათასი ლარი დაიხარჯა.